შუაშია

წერის ხასიათზე მოვედი. იმდენი მაქვს სამეცადინო, ვეღარ ავირჩიე, რომლით დავიწყო. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მიტოვებული ბლოგის დათვალიერება. ვიღაცის (შესაძლოა ვინმე გენიალური პიროვნება, რომელსაც ჩემი გულმავიწყობითა და სიტყვა “ვიღაცით” შეურაცხყოფაც კი მივაყენე) ნათქვამი გამახსენდა ბალახზე, კიბესა და მიტოვებაზე (ციტირებას ვერ ვახდენ).

რაღაცების თქმა მინდოდა, მაგრამ მივხვდი, ახალს ვერაფერს ვიტყოდი და გავჩუმდი. მერე მივხვდი, რომ ზოგჯერ მართლა ჯობია გაჩუმდე.

ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, არ მინდა ვიფიქრო პუნქტუაციზე, ორთოგრაფიასა და ტექსტის ლოგიკურ გადასვლებზე. რაღაცნაირად მაინც მეფიქრება. მაგრამ არა უშავს. ანუ, ეს ტექსტი ძალიან ალოგიკური გამოდის, მაგრამ მერე რა?!

არც არაფერი. მე მაინც ვიტყვი, ცოტა ნაკლები ილაპარაკეთ რა, რომ სხვისი მოსმენის დროც გქონდეთ ხანდახან. ესაა ჩემი კომენტარი და კიდე, არაფერია გვიანი. ოღონდ მართლა. ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი (მოხუცი და განსწავლული პროფესორის სიტყვებია მგონი). არაფერია შოკოლადიანი ბანანის ჭამაზე სასიამოვნო. ეს არაფერ შუაშია. Continue reading

მონატრებულის პოსტი

da vinci 2დიდი ხანია ჩემს ბლოგზე არ შემოვსულვარ. მეგონა, რომ არავინ სტუმრობდა, მაგრამ თურმე შევცდი (სტატისტიკა ვნახე).

მომენატრა პოსტების წერა და შემოვედი აქ, თუმცა არ ვიცი რაზე დავწერო. ყველაფერზე დავწერ, რაც გამახსენდება.

წელს ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ გადამხდა თავს. არადა, რატომღაც, წლის დასაწყისში მეგონა, რომ უიღბლო წელი იქნებოდა. თუმცა, ამ დროის მონაცემებით, საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

დაიწყო სწავლა. დაიწყო მეცადინეობა. მენატრებოდა. მენატრებოდა გაკვეთილის სწავლის და ამოცანის ამოხსნის მომენტები. ახლა აღარ მენატრება. უკვე დავიღალე. დამღლელია. კარგიცაა, მაგრამ დამღლელიც. თუმცა ორივე ერთად აბა სადაა?!

Playlist-ი გავაახლე. მომწონს ახალი სიმღერები და დიდი ხნით არ ვუსმენ, რომ არ მომბეზრდეს.

ინგლისში მივდივარ ერთ კვირაში. მიხარია. არ ვიცი, მაგრამ მგონი ვერ Continue reading

ახალი ფილმი

გუშინ დავამთავრე ვიდეოს მონტაჟი. ვიდეო საკონკურსოა და მოგების იმედით განმსჭვალულმა გადავიღე. :))
ისეთი ვერ არის, რომ მინდოდა ყოფილიყო, თუმცა არაუშავს, მოლოდინი ხანდახან არ მართლდება.
ნახეთ მაინც,

ორჯერ ახალი წელი

გილოცავთ ახალ წელს.

თუმცა რომელი მოგილოცოთ, არც კი ვიცი. “ძველით” ახალი წელი თუ “ახლით” ახალი წელი? 1 იანვარს ახალ წელს აღვნიშნავთ საქართველოში; 7 იანვარს – შობას; 14 იანვარს – ისევ ახალ წელს. გაურკვევლობაში ვართ.

1 იანვარს ახალ წელს გვილოცავენ პრეზიდენტი და პატრიარქი. თუმცა თუ ახალი სტილის კალენდარზე გადავედით, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე რომ ახალი სტილით შობა 25 დეკემბერსაა. ცოტა არ იყოს შეუსაბამოა…

…და თუ შობას 7 იანვარს აღვნიშნავთ, მაშინ ახალი წელი 14 იანვარს უნდა იყოს. ძალიან მარტივი ლოგიკაა. Continue reading

თვითკმაყოფილი თვითმარქვიები

აქცია აქციაზე ეწყობა. ხან ერთი პარტია, ხან კი მეორე. ზოგიერთ პარტიას ნათესავების და ახლო მეგობრების გარდა არ ჰყავს მხარდამჭერები. თუმცა არ გეგონოთ, რომ მათ აქციებზე ხალხი არ დადის. ^_^ არა! ავტობუსები თქვენს განკარგულებაშია. პოლიტიკოსების მარტივი ლოგიკა: თუ რომელიმე ქალაქში მხარდამჭერი არ გყავს, წაიყვანე და გეყოლება!!!

ზუსტად ამ პრინციპს ეფუძნება საქართველოს ყველა მთავრობის აქცია და აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიები. დაათრევენ სხვადასხვა პარტიები სხვადასხვა “დეკორაციას”. Continue reading

თენდება…

ქართველი ხალხი ოდითგანვე ცნობისმოყვარეობით და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით გამოირჩეოდა. მათი ძირითადი ინტერესის სფერო იყო ტრადიციები, სმა, ჭამა, დალევა, სადღეგრძელოები და, რა თქმა უნდა, პოლიტიკა.

ქართული პოლიტიკის აღმავლობა ყველაზე მეტად არჩევნების დროს შეიმჩნევა. არჩევნები კი თითქმის ყოველ წელს გვაქვს. ერთი არ არის დამთავრებული, უკვე მეორე იწყება. შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ყუთთან ვართ გაზრდილნი.

მორიგი არჩევნები საპრეზიდენტოა. ერთმანეთს 252 კანდიდატი შეერკინება და ალბათ ისეთი სასტიკი კონკურენცია იქნება, რომ აშკარად 252-ვე კანდიდატი გაიმარჯვებს. :) Continue reading

მორბენალი სტრიქ… კი არა და, პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

პარლამენტის რეგლამენტის (მე-3 თავი, მე-4 მუხლი, 1 პუნქტი) მიხედვით საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრულია და ის ქუთაისშია. Continue reading